საქართველოს ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც ქვეყანაში დაბრუნდა - ამ სათაურით BBC მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასა და დაკავებასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.
"პროდასავლელი ბატონი სააკაშვილი კავკასიის ქვეყანას 2004-2013 წლებში მართავდა, თუმცა მოგვიანებით დაუსწრებლად გაასამართლეს, რასაც თავად უარყოს", - წერს BBC.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მთავრობა თავდაპირველად უარყოფდა ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილი სქართველოში იმყოფებოდა, თუმცა წერს, რომ მოგვიანებით ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
BBC ასევე წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი 8 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ იმყოფებოდა, ის ჯერ კიდევ მიიჩნევა, როგორც წამყვანი ოპოზიციური ფიგურა და მან მის მომხრეებს თბილისში აქციის გამართვისკენ მოუწოდა.
"მან არაერთხელ მოუწოდა მის მხარდამჭერებს შაბათს, არჩევნებში ხმა მისცენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - მთავარ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც მან დააარსა",- წერს BBC.
ცნობისთვის, დღეს, 1-ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია თავად მესამე პრეზიდენტმა Facebook-ზე გაავრცელა. მოგვიანებით კი ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.
მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში ინფორმაციას არ ადასტურებდნენ. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამაუკა მდინარაძემ თქვა, რომ მიხეილ პრეზიდენტს უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავს. მესამე პრეზიდენტის დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს-ც უარყოფდა.
იხილეთ ასევე: