მიხეილ სააკაშვილი სანზონაში დააკავეს | სახლი, სადაც ის რამდენიმე დღე ცხოვრობდა, დალუქულია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სანზონაში, ქვიშხეთის 2 ნომერში დააკავეს. ცნობილი ხდება, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ მისამართზე რამდენიმე დღის განმავლობაში ცხოვრობდა.

საცხოვრებელ სახლთან სამართალდამცველები ამ დრომდე მობილიზებულია. ბინაში საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარებულია.  სახლი ამ დროისთვის დალუქულია. 

ადამიანები, რომლებიც კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ამბობენ, რომ პოლიციის გადაადგილება დღეს, დაახლოებით 18:00 საათიდან დაიწყო. 

მაშინ, როდესაც "ქართული ოცნების" ლიდერები ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში საქართველოს მესამე პრეზიდენტი სანზონაში რამდენიმე დღის განმავლობაში ცხოვრობდა. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პირველ ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია თავად მესამე პრეზიდენტმა Facebook-ზე გაავრცელა.  მოგვიანებით კი ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში ინფორმაციას არ ადასტურებდნენ. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამაუკა მდინარაძემ თქვა, რომ მიხეილ პრეზიდენტს უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავს. მესამე პრეზიდენტის დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს-ც უარყოფდა.

1 ოქტომბერს საღამოს, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი