
ლიეტუვას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი "Pandora Papers-ის" მასალებს ეხმაურება, რომელშიც სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან და მილიარდერებთან ერთად ბიძინა ივანიშვილიცაა მოხსენიებული.
დოკუმენტებში გაშიფრულია, როგორ გააქვს ოლიგარქს ფული ქვეყნიდან და რა თაღლითური სქემებით აგროვებს ქონებას.
"ძალიან სამარცხვინო ფაქტები გამოვლინდა "Pandora Papers-ის" მიერ. დიქტატორებმა მხოლოდ დაადასტურეს თავიანთი სტატუსი - ისინი აფურთხებენ თავიანთ ხალხს. ჯერჯერობით უცნობია, როგორ შეხედავენ ხალხს თვალებში ისინი, ვინც აცხადებენ, რომ დემოკრატიისთვის იბრძვიან", - წერს ლიეტუვას საგარეო უწყების ხელმძღვანელი Twitter-ზე.
ცნობისთვის, გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) ოფშერული ზონებისა და დამალული ქონებების შესახებ ახალი მასალები გამოაქვეყნა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილიც მოხდვა. Pandora Papers-ის გაჟონილ მასალებში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი მილიარდერი რუსეთში გახდა. ირკვევა, რომ ოლიგარქის მფლობელობაში მხოლოდ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე 12-მდე ოფშორული კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა საქმიანობაც ხშირ შემთხვევაში გასაიდუმლოებულია.
ძვირადღირებული ფერწერული ტილოები, ფასიანი ქაღალდები და აქციები თანაინვესტირების ფონდისთვის - ყველაფერი ეს ივანიშვილის ჩრდილოვანი ეკონომიკის მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელიც ე.წ. პანდორას დოკუმენტების სკანდალის შემდეგ გასაჯაროვდა.
ამავე თემაზე: