"მე ვტოვებ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს" | შსს პროტესტის ნიშნად კიდევ ერთმა პოლიციელმა დატოვა

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრო პროტესტის ნიშნად კიდევ ერთმა პოლიციელმა დატოვა. ამჯერად თანამდებობა დატოვა სამეგრელო-ზემო სვანეთის დაცვის პოლიციის თანამშრომელმა, გოჩა კვარაცხელიამ.

ვმუშაობ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. პროტესტს ვუცხადებ პოლიციის თანამშრომლების უკანონოდ დაკავებულების ბატონ ლექსო რაფავასა და სხვა პოლიციელებს, ვინც უკანონოდ არიან დაკავებულები. მე ვტოვებ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ძალოვან სტრუქტურას, - ამბობს კვარაცხელია. 

ცნობისთვის, სამეგრელოში ხელისუფლებამ ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია 21 ოქტომბერს, გვიან ღამით დაიწყო. დააკავეს ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა, ხოლო ზუგდიდში გაჩხრიკეს ასევე ყოფილი პოლიციელის, რუსლან შამახიას სახლი. იმავე დღეს სპეცოპერაცია ჩაატარეს თბილისში და დააკავეს კიდევ კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი დათიაშვილიც. ორივე დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მათ გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას ედავება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი