ბერლინის სასამართლოში, მოწმემ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული ამოიცნო

გამოქვეყნდა:

ხარკოველმა ბიზნესმენმა, რომელიც 26 ოქტომბერს, ბერლინში გამართულ სასამართლო სხდომას მოწმის სახით ესწრებოდა, ამოიცნო რუსეთის მოქალაქე, რომელსაც ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ეხება ბრალად - ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 55 წლის ხარკოველმა ალექსანდრმა, თქვა, რომ ეს არის მისი მეუღლის ნათესავი ვადიმ ნიკოლაის ძე კ.

ივლისის ბოლოს ალექსანდრმა ბერლინის სასამართლოს მისცა ჩვენება ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. მაშინ მან განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული, რომ მის წინაშე მისი მეუღლის ნათესავია. მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ მან აღიარა, რომ იცრუა, მისი თქმით, საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად.

ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით ბერლინის პარკში. რუსეთში ის ტერორიზმის ბრალდებით იძებნებოდა. ხანგოშვილი გერმანიაში 2015 წელს გაეგზავრა, რადგან საქართველოში მასზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვი რუსეთის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელია. ამის შესახებ გამოცემა „ინსაიდერთან“ მისმა ნათესავმა, ალექსანდრ ვოდორეზევმა ისაუბრა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი