ჩემი მანდატი უკრაინის ნებისმიერ მოქალაქეზე ვრცელდება, განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა - ლუდმილა დენისოვას პასუხი "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ მას უფლებამოსილება უკრაინის პარლამენტის მიერ აქვს მინიჭებული და მანდატი უკრაინის ნებისმიერ მოქალაქეზე ვრცელდება, განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა.

ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილთან შესვლის ულება არ მისცეს. 

დენისოვა ამბობს, რომ ციხის ხელმძღვანელობას და სამედიცინო განყოფილების მთავარ ექიმს ოფიციალური განცხადებით მიმართავს, რათა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ციხეში მისი უფლებების დაცვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

"იქედან გამომდინარე რომ უფლებამოსილება უკრაინის პარლამენტის მიერ მაქვს მონიჭებული, ჩემი მანდატი უკრაინის ნებისმიერ მოქალაქეზე  ვრცელდება, განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა. გამომდინარე იქედან რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულება ვერ შევძელი, დასკვნები იმ ადამიანების ნათქვამიდან გამომაქვს რომლებსაც მასთან უშვებენ. აქედან გამომდინარე ვაცხადებ რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციისა და საერთაშორისო ნორმების დარღვევასთან გვაქვს საქმე. ამასთანავე ვაცხადებ რომ შეფასების დროს შემიძლია გამოვიყენო ის საერთაშორისო სამართლის ნორმები რომლებიც როგორც უკრაინას ასევე საქართველოს აქვთ რატიფიცირებული", - აღნიშნა ლუდმილა დენისოვამ.  

მისივე თქმით, დღესვე პირადად შეხვდება მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმსა და საქართველოს სახალხო დამცველს.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი