დადიან და ეძებენ გარდაცვლილს, რომ ხელისუფლებას მიაწერონ, ია კერზაიას საქმეც ეს არის - ქადაგიშვილი ფუტკარაძის საქმეზე 

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის აზრით, ოპოზიცია ეძებს გარდაცვლილებს და უბედურებას, რომ ხელისუფლებას მიაწერონ. ასე გამოეხმაურა ის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დღეს გასაჯაროვებულ ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც ბათუმის საკრებულოს დეპუტატზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლა განახორციელეს.

ქადაგიშვილმა ეს საქმე ია კერზაიას შემთხვევას შეადარა.

"დადიან და ეძებენ სადმე გარდაცვლილს, სადმე რაღაცა უბედურებას, რომ იქნებ ხელისუფლებას მიაწერონ. წლების განმავლობაში მომხდარ კრიმინალურ, სამწუხარო შემთხვევებს ყიდდნენ და ფუთავდნენ ისე, რომ ხელისუფლებამ შეუკვეთა ვიღაცის თვითმკვლელობა და თვითმკვლელობა დააბრალა, ვიღაცა ახალგაზრდის სიკვდილი და ასე შემდეგ. ეს არის ამ ოპოზიციის მოქმედების გეგმა, ია კერზაიას საქმეც ეს არის", - თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

დღეს ენმ-მ აუდიოჩანაწრი გაასაჯაროვა. მათი თქმით, დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძეს ენმ-დან წასვლისა და საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად მუშაობის სანაცვლოდ, 100 000 დოლარს სთავაზობდნენ.  

ფუტკარაძესთან მოსალაპარაკებლად ასლან აბაშიძის დროინდელი პოლიციის მაღალჩინოსნები მიაგზავნეს. ოპოზიციაში თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის მონაწილეობაზეც ამახვილებენ ყურადღებას.

ფუტკარაძის წასვლით, ოპოზიციას საკრებულოში უმრავლესობა დაეშლებოდა. ჩანაწერები ტავად ფუტკარაძემ გააკეთა და გიორგი კირთაძეს გარდაცვალებამდე რამდენმე დღით ადრე გადასცა.

​ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. ენმ-ში ამბობენ, რომ მან სწორედ ზეწოლასა და შანტაჟს ვერ გაუძლო, ნერვიულობის ნიადაგზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, შაქარმა აუწია და კომაში ჩავარდა. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი