კანადამ უკრაინას ლეტალური იარაღის კიდევ ერთი პარტია გაუგზავნა

გამოქვეყნდა:

ბოლო კვირის განმავლობაში, სიტუაციის დაძაბულობის ფონზე, უკრაინამ ნატო-ს ქვეყნებისგან დამატებითი იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა მიიღო. ლეტალური იარაღის მეორე პარტია გაუგზავნა უკრაინას კანადამ, მას შემდეგ რაც მოსკოვს ფინანსური სანქციები დაუწესა. 

კანადის თავდაცვის მინისტრმა Twitter-ზე დაწერა, რომ რუსეთის შეჭრა სუვერენულ სახელმწიფოში მიუღებელია და ისინი გააგრძელებენ უკრაინის გვერდში დგომას, რადგან ის იცავს საკუთარ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. 

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ, რუსეთმა დასავლეთისგან სანქციების პირველი ეტაპი უკვე მიიღო. 

მოსკოვს სანქციები დაუწესა ამერიკამ და ევროკავშირმა, ასევე, ბრიტანეთმა. გერმანიამ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის ამოქმედება შეაჩერა. ეკონომიკური სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა კანადამ და იაპონიამაც. მოსკოვს დასანქცირებისთვის ემზადება ავსტრალიაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი