იქნება ეს ყირიმი, აფხაზეთი თუ სხვა ადგილები, პუტინმა სუვერენული ერების მცირე ნაწილები მიითვისა​ - მაიკ პომპეო

გამოქვეყნდა:

ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო მიიჩნევს რომ ბაიდენმა რუსეთის მიმართ "შეკავების პოლიტიკა" უნდა აღადგინოს და ევროპელ მოკავშირეებსაც იგივეს გაკეთება მოსთხოვოს. მისი თქმით, პუტინი სანქციების მიუხედავად, "მწვანე შუქს" ხედავს და ამ ყველაფერს სერიოზულად არ აღიქვამს:

"იქნება ეს ყირიმი, აფხაზეთი თუ სხვა ადგილები, პუტინმა სუვერენული ერების მცირე ნაწილები მიითვისა. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ შეერთებული შტატები ჩამორჩება და ის სანქციები, რაც მე აქამდე მინახავს... მათ მიერ სანქცირებული ორი ბანკიდან ერთ-ერთი, ბანკი სახელად VEB, უკვე სანქციების ქვეშ იყო. გარწმუნებთ, პუტინმა ეს დაინახა და რასაც კითხულობს, არის მწვანე შუქი. ეს ხალხი ამას სერიოზულად არ მიიღებს", - თქვა პომპეომ.

მისივე განცხადებით,  სანქციები გავლენას აშშ-ს მოქალაქეებზე იქონიებს, რადგან ბენზინზე ფასი გაიზრდება. 

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ, რუსეთმა დასავლეთისგან პასუხი უკვე მიიღო:  მოსკოვს სანქციები დაუწესა ამერიკამ და ევროკავშირმა, ასევე, ბრიტანეთმა. გერმანიამ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის ამოქმედება შეაჩერა. ეკონომიკური სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა კანადამ, იაპონიამ და ავსტრალიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი