უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდემირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი მკაცრი სანქციების პაკეტი მალე გახდება ცნობილი. 

მისი განცხადებით, ის საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ესაუბრა და საკუთარი მოთხოვნებიც გააცნო. 

"ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი მკაცრი სანქციების პაკეტი ახლოვდება. განვიხილე ყველა დეტალი ემანულ მაკრონთან ერთად. ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის გათიშვას SWIFT-ის სისტემიდან, უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღებას და აგრესორის შესაჩერებლად სხვა ქმედით ნაბიჯებს",- წერს ზელენსკი

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ასევე თქვა, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი დაჰპირდა, რომ ევროკავშირი მკაცრ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, 24 საათში დააწესებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი