პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა კიევზე იერიშს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს ყველაფერი ტერორისტული აქტია:

"უკრაინის პრეზიდენტს ვესაუბრე. კიევში ვითარება ძალიან რთულია. დილით ადრე რუსებმა ქალაქის დაბომბვა დაიწყეს. დრონით ჩამოყრილი ბომბები საცხოვრებელ სახლებს დაეცა. ხალხი კვდება. ეს აშკარა ტერორისტული აქტია სიმტკიცის გასატეხად, მაგრამ არსებობს უზარმაზარი მონდომება დედაქალაქის დასაცავად." წერს დუდა.

 ცნობისთვის, უკრაინის დედაქალაქზე რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას სარაკეტო შეტევა განახორციელეს. არსებული ინფორმაციით, კიევში, ტროეშინის რაიონში 6 აფეთქება მოხდა. აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქის პეჩერსკის და გოლოსევსკის რაიონებში, პოზნიაკიში. შს მინისტრის მოადგილის ანტონ გერაშენკოს ცნობით, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნა ბალისტიკური რაკეტები. 

გარდა ამისა, რუსებმა სარეკო დარტყმა განახორციელეს უკრაინელ მესაზღვრეებზე ზაპოროჟიეს ოლქში. თავდასხმის შედეგად მესაზღვრეებს შორის არიან დაღუპულები და დაშავებულები.

ცოტა ხნის წინ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ რუსული ტანკები დედაქალაქისკენ ჩერნობილის დახურული ზონიდან მიემართებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი