
რუსეთს მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, უკრაინა პასუხობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვის განცხადებები, თითქოს კიევმა უარი თქვა საუბარზე, მათი ტაქტიკის ნაწილია და მის დაწყებამდე ჩიხში შეყვანას ცდილობენ.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩეველი ასევე ამბობს, რომ ტყუილია თითქოს რუსმა სამხედროებმა შეჩერების ბრძანება მიიღეს, რასაც ოკუპანტი ქვეყნის ხელმძღვანელები ამტკიცებენ:
"ნებისმიერი ომი აუცილებლად მოლაპარაკებით მთავრდება. უკრაინამ მოსკოვის პოზიცია მოისმინა. მათ იციან ჩვენი შეხედულება მოლაპარაკების ფორმატზე და ჩვენი პოზიცია. ამიტომ, მათი კომენტარები იმის შესახებ, რომ ჩვენ თითქოს უარი ვთქვით მოლაპარაკებაზე, მხოლოდ მათი ტაქტიკის ნაწილია. ისინი ცდილობენ მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანონ, სანამ დაიწყება.
გასაგებია, რომ სხვა მიდგომაა საჭირო. მოლაპარაკებები უნდა ეფუძნებოდეს საღ აზრს და იყოს ისეთი, რომ სამართლიანი გადაწყვეტა შესაძლებელი იყოს ხალხისა და უკრაინის ეროვნული სახელმწიფოებრიობის ინტერესებიდან გამომდინარე.
უკრაინელებმა თავიანთი წინააღმდეგობით დაამტკიცეს, რომ ჩიხში ჩვენი მიყვანა არარეალური ამბიციაა.
რუსების ტყუილი, თითქოს მათ ჰქონდათ შეჩერების ბრძანება, უარყოფილია იმ რეალობით, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა შაბათს ღამით და ამ დილით.
ბრძოლა იყო სასტიკი, მაქსიმალური ინტენსივობით. სწორედ იმიტომ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი კატეგორიულად არ იღებს უკრაინისთვის მიუღებელ პირობებს და ულტიმატუმებს. მხოლოდ სრულფასოვანი მოლაპარაკებები." ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.