20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა ხარკოვში აფეთქების შედეგად - ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება

გამოქვეყნდა:

ხარკოვში აფეთქების შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშავებულებს შორის 1 ბავშვია.

"საარტილერიო დაბომბვის შედეგად დაზიანდა სახელმწიფო ადმინისტრაციისა და მისი მიმდებარე შენობა. ხალხი ნანგრევების ქვეშ არის დარჩენილი. დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი", - ნათქვამია ვიდეოში.

მათივე ცნობით, ადგილზე 8 სასწრაფო სამაშველო ჯგუფი მოხალისეებთან ერთად მუშაობს. იქ ჯერ სამუშაოები დასრულებული არაა.

უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში ცოტა ხნის წინ ოკუპანტებმა ადმინისტრაციული ცენტრი დაბომბეს. გავრცელებული კადრების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლის გახსნის დროს ქუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი