
პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ აუცილებლად გავუწევთ მას წინააღმდეგობას. როდესაც ვამბობდით რომ იარაღს არასოდეს არავის მივაწვდიდით ეს მიდგომა შევცვალეთ, ჩვენ იარაღს აუცილებლად მივაწვდით მას, ვინც ებრძვის აგრესორს - აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჟოზეფ ბორელი სიტყვით გამოსვლისას.
ბრიუსელში, ევროკავშირის საგანგებო სხდომაზე ევროპელი ლიდერები ახლა უკრაინის განაცხადს განიხილავენ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
"უნდა ვისწავლოთ იმ ტრაგიკული მოვლენის მაგალითზე, რომლის მომსწრენიც გავხდით. ამ გამოწვევებმა უნდა გაზარდოს ჩვენი პასუხისმგებლობის გრძნობა. ჩვენ უნდა ავამუშაოთ ერთიანი პოლიტიკა, რომელსაც შეუერთდება ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღარ გვეგონა, რომ ომი დაიწყებოდა, მაგრამ რუსეთი ახლა გვემუქრება ატომური ომის დაწყებით. ამ უბედურებამ რაც ახლა ევროპაში ხდება ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს და ერთიან გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანოს, ამ ომის წინაშე ყველა სხვა საკითხი უმნიშვნელოა. ჩვენ გვაქვს საქმე ძალადობასთან, ერთი ქვეყნის მეორე ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობასთან. ხშირად ვამბობდით, რომ საჭირო იყო თავდაცვითი და შემაჩერებელი პოზიცია.
ამ კვირაში უნდა ავამუშაოთ სტრატეგიული კომპასი. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში უნდა გვასწავლოს რომ ყველა ქმედებამ სათანადო პასუხი უნდა მიიღოს. როგორც დრომ გვაჩვენა, ძალიან მარტივია ომის წამოწყება, ომის დასაწყებად მხოლოდ პუტინის გადაწყვეტილება იყო საკმარისი.
ჩვენ უნდა გავზარდოთ შემაკავებელი ინსტრუმენტები, რომ მოვახერხოთ ომის აცილება. ჩვენ საკადრისი პასუხი გავეცით პუტინს.
2007 წელს, იმის შემდეგ როცა მოკლეს ანა პოლიტიკოვსკაია, მე ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, ჩვენ არასოდეს ვიტყვით უარს ადამიანის უფლების დაცვაზე და ჩვენ ნაკლებად დამოკიდებული უნდა გავხდეთ რუსეთზე. როდესაც მიშელს შევხვდი მითხრა, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია. ჩვენ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რათა რუსეთს ეკონომიკური დარტყმა მივაყენოთ და ჩვენ უნდა ავამოქმედოთ ევროპის სამშვიდობო ძალები, რათა შევაჩეროთ ეს აგრესია. უნდა გამოვთიშოთ რუსეთი საბანკო სისტემიდან. ვიცით, რომ ყველა რუსეთის ცენტრალური ბანკის ფინანსური წყარო არის გაყინული და მათი ფული ჩამოინგრა, ჩვენ ამ საშუალების მობილიზება გავაკეთეთ. პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ აუცილებლად გავუწევთ მას წინააღმდეგობას. როდესაც ვამბობდით რომ იარაღს არასოდეს არავის მივაწვდიდით ეს მიდგომა შევცვალეთ, ჩვენ იარაღს აუცილებლად მივაწვდით მას, ვინც ებრძვის აგრესორს. ჩვენ აუცილებლად დავგმობთ რუსეთის ქმედებას გაეროში. ჩვენ ვიცით, რომ მთელი მსოფლიო დაგმობს რუსეთის ქმედებას. გამართლება არ აქვს იმას, რომ ძლიერი ქვეყანა თავს დაესხა მეზობელ ქვეყანას. ჩვენ გვერდში უნდა დავუდგეთ უკრაინას. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ყველა შესაძლებლობა რუსეთის წინააღმდეგ და ეს არ არის აუცილებლად მხოლოდ იარაღი და სამხედრო ძალა, ასევე არსებობს რბილი ძალა - გავლენის მოხდენა იმ ადამიანებზე, ვისაც შეუძლია გვერდში დაუდგეს უკრაინას.
მათ მიმართ დაწესებულ ფინანსურ სანქციებსაც ექნება ძალიან დიდი გავლენა. ის ბოროტი ძალები, რომლის გამოყენება უნდა პუტინს, ჯერ კიდევ ცოცხალია და ჩვენ ყველაფერი თანმიმდევრულად უნდა გავაკეთოთ, რომ დავამარცხოთ ბოროტება. აქამდე სწრაფად მივიღეთ გადაწყვეტილებები და ასევე უნდა გავაგრძელოთ ახლაც. ევროპელებმა უნდა გაიგონ, რამდენად მნიშვნელოვნია რუსეთის შეჩერება. ასეთ ტრაგიკულ დროს, ჩვენ ახალი სტიმული უნდა ვიგრძნოთ, რომ გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა." განაცხადა ჟოზეფ ბორელმა სიტყვით გამოსვლისას
სხდომა კი ვოლოდიმირ ზელენსკის ემოციური მიმართვით გაიხსნა.
შეგახსენებთ, მან ევროკავშირში მიღების განაცხადს ვოლოდიმერ ზელენსკიმ ხელი 28 თებერვალს მოაწერა.
ამავე თემაზე: