რუსებმა კიევის სატელევიზიო ანძაზე მიიტანეს იერიში, რის გამოც უკრაინაში, ტელემაუწყებლობის პრობლემები შეიქმნა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჩამოაგდეს ჭურვი და ამ დროისათვის ანძა კვამლშია გახვეული.  ჭურვი ანძის სააპარატოს მოხვდა. 

ჯერჯერობით უცნობია დაჭრილებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია.

შეგახსენებთ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ცოტა ხნის წინ, უკრაინის მოსახლეობა გააფრთხილა, რომ რუსეთი მასობრივად გეგმავს ყალბი ინფორმაციების გავრცელებას. არ არის გამორიცხული ანძაზე თავდასხმაც სწორედ ამ გეგმის ნაწილი იყოს.

სბუ-ს გაფრთხილება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი