დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება, უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია - ლავროვი რუსეთის პირობებს ასახელებს

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ასახელებს პირობებს, რომელსაც მოლაპარაკებებზე უკრაინას წარუდგენენ - "დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების" აღიარება, უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია.

Aljazeera-სთან ინტერვიუში ინტერვიუში ლავროვი ამბობს, რომ ყირიმის თემა არ განიხილება.

"ყირიმი არის თემა, რომელიც არ განიხილება. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მკაფიოდ დააფიქსირა ჩვენი პოზიცია, რომელიც ჩვენმა დელეგაციამ წარმოადგინა ბელარუსში, უკრაინელებთან მოლაპარაკებებზე, ყირიმი რუსეთის ნაწილია.

დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარება დონეცკისა და ლუგანსკის ოლექების საზღვრებში; 

დემილიტარიზაცია, რომელსაც უნდა გააჩნდეს პარამეტრები, ისინი ჯერ კიდევ არ არის შეთანხმებული. საერთოდ არ უნდა არსებობდეს იარაღი, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას;

დენაციფიკაცია, ისევე, როგორც ფაშისტური გერმანია დაექვემდებარა ასეთ პროცედურას", - ამბობს სერგეი ლავროვი. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი