
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, მოლაპარაკების მეორე რაუნდი უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის დღეს გაიმართება - რა თქმა უნდა, გამოსავალი მოიძებნება, ამაში ეჭვი არ მეპარება - აცხადებს ლავროვი რუსი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის გამართულ ვიდეოკონფერენციაზე საუბრისას.
ლავროვი იმაშიც დარწმუნებულია, რომ უკრაინული დელეგაცია მოლაპარაკებებზე მითითებებს ვაშინგტონიდან იღებს.
„უკრაინულმა ჯგუფმა კვლავ რაღაც მიზეზები იპოვა, რათა მოლაპარაკებები გადაეტანა. დიდი ალბათობით, ისინი მითითებებს ვაშინგტონიდან იღებენ, ამაში ეჭვი არ მეპარება, ეს ქვეყანა საერთოდ არ არის დამოუკიდებელი", - ამბობს ლავროვი.
შეგახსენებთ, მოლაპარაკებები გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა მისი ადგილი შეიცვალა.