
მარიუპოლის ხელისუფლება რუსეთს ქალაქის კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განზრახ თავდასხმებში ადანაშაულებს.
"ჩვენ ისევ არ გვაქვს სინათლე, წყალი და გათბობა. ისინი ანგრევენ საკვების მარაგებს, გვამწყვდევენ ბლოკადაში, როგორც ძველ ლენინგრადში", - ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.
ქალაქი რუსი და პრორუსული ძალების ალყაშია. დღეს დილით იქ დაბომბვები ისევ გაგრძელდა.
ამავე თემაზე: