პუტინი უშიშროების საბჭოს იწვევს - ემზადება თუ არა ახალი პროვოკაციებისთვის კრემლი? 

გამოქვეყნდა:

უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო აგრესიიდან ერთი კვირის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი უშიშროების საბჭოს სხდომის ჩასატარებლად ემზადება - ინფორმაცია ამის შესახებ კრემლმა ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა.

უკრაინის საინფორმაციო საშუალებების ინფრომაციით, უკრაინული ქალაქების დაბომბვის პარალელურად, პუტინი ახალ პროვოკაციას გეგმავს.

პარალელურად უცხოური მედიისთვის პრესკონფერენციას მართავს ლავროვი, რომელიც ამბობს, რომ უკრაინა რეალურად "დამოუკიდებელი არ არის" და ის მითითებებს ვაშინგტონიდან იღებს.

ლავროვის თქმითვე, რუსეთს "მინიმალური პირობები" აქვს უკრაინასთან მოლაპარაკებებზე. რაც შეეხება თავად მოლაპარაკებებს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ის დღეს გაიმართება. 

არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკებების მეორე რაუნდი თბილისის დროით, 4 საათზე უნდა დაიწყოს.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი