უკრაინის კულტურული დედაქალაქის ლვოვის მაცხოვრებლები ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურს ეხმარებიან, რომ ისტორიული ძეგლები განადგურებისგან დაიცვან. ამის შესახებ სტატიას CNN აქვეყნებს.

ქალაქის ცენტრში, ბაზრის მოედანზე გადაღებული ფოტოები აჩვენებს, რომ ადგილობრივები ქვის ქანდაკებებს პლასტმასში ახვევენ. მათ შორისაა რომაული ღმერთის ნეპტუნისა და ბერძენი ქალღმერთის ამფიტრიტეს ქანდაკებები. კლასიკური ღვთაებების ადონისისა და დიანას ქანდაკებებთან ერთად, კირქვის ფიგურები 200 წელზე მეტი ხნის წინ შექმნეს. 

წმინდა ანტონის ეკლესიის ძეგლები მოქალაქეებმა ხის ჩარჩოებში ჩასვეს.

ძეგლთა დაცვის ფონდმა უანგარო დახმარებისთვის ყველას მადლობა გადაუხადა -  "აი როგორ გამოიყურება ნამდვილი სიყვარული უკრაინული კულტურული მემკვიდრეობის მიმართ!"

რომაული ღმერთის ნეპტუნის ქანდაკება დგას დამცავი პლასტმასით:

ქანდაკება ლვოვის მე-14 საუკუნის ლათინური ტაძრის გარეთ:

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი