სამხედრო აგრესიაში ჩართულ ქვეყნებთან დროებითი სავიზო რეჟიმი შემოიღეთ - "ლელო" მთავრობას

გამოქვეყნდა:

"ლელო საქართველოსთვის" ხელისუფლებას მოუწოდებს იმ ქვეყნებთან, რომლებიც უკრაინაში სამხედრო აგრესიაში არიან ჩართულები დროებითი სავიზო რეჟიმი შემოიღოს. 

პარტია წერს, რომ არსებული ინფორმაციით, ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლის მსურველთა რაოდენობა, რამაც შეიძლება უკონტროლო ვითარება შექმნას. "ლელოს" განცხადებით, ამას შესაძლოა სერიოზული გამოწვევები შეუქმნას საქართველოს უსაფრთხოებას. 

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, გამოქვეყნდეს სტატისტიკური მონაცემები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ გასული შვიდი დღის მანძილზე საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის მსურველთა რაოდენობაზე.

ხელისუფლებამ დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რაც ჩვენი აზრით, ამ ეტაპზე არის დროებითი სავიზო რეჟიმის შემოღება იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩართული არიან სამხედრო აგრესიაში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ", - წერია პარტიის განცხადებაში. 

ამავე თემაზე: 


 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი