ქალაქ ენერგოდარში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პერსონალი აგრძელებს ოპერირებას, მაგრამ მენეჯმენტი ახლა რუსული ძალების მეთაურის ბრძანებებს ასრულებს. ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.

"ენერგოატომის" ხელმძღვანელის, პიოტრ კოტინის ინფორმაციით, ატომრურ ელექტროსადგურზე 500 ოკუპანტი იმყოფება. ირკვევა, რომ რუსები სადგურს სამხედრო ბაზად იყენებენ. ოკუპანტები ფიქრობენ, რომ იერიშს მათზე ვერ მიიტანენ, რადგან უკრაინული ძალები რუსებისგან განსხვავებით ატომურ სადგურს არ ესვრიან.

ცნობისთვის, 4 მარტს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს. იმავე დღეს მათ ატომურ ელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს. დაბომბვის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ოკუპანტებმა მეხანძე მაშველებს ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა მხოლოდ 2 საათის შემდეგ მისცეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი