სამხრეთ კორეამ განაცხადა, რომ შეწყვეტს ტრანზაქციებს რუსეთის ცენტრალურ ბანკთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უერთდებიან დასავლეთის მკაცრ ზომებს მოსკოვის წინააღმდეგ, უკრაინაში შეჭრის გამო.

მანამდე იგივე გააკეთეა აშშ-მ და ევროკავშირმა. 

სამხრეთ კორეის მთავრობამ განაცხადა, რომ სანქციებზე დამატებით დეტალებს სამთავრობო უწყებებთან კონსულტაციის შემდეგ გამოაცხადებენ.

მანამდე სამხრეთ კორეამ აკრძალა ფინანსური ტრანზაქციები შვიდ მსხვილ რუსულ ბანკთან და დაბლოკა რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი