რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ყველა თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ მმართველმა ორგანომ განცხადება კვირას გააკეთა. 

პუტინთან ერთად ყველა თანამდებობას კარგავს ოლიგარქი არკადი როტენბერგი. ის 2013 წლიდან იყო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც IJF-მა გამოაცხადა, რომ მან შეაჩერა პუტინის საპატიო პრეზიდენტის სტატუსი გასულ თვეში უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გამო.

ცნობისთვის, ტაიკვანდოს ფედერაციამ პუტინს საპატიო შავი ქამარი ჩამოართვა, ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ (FINA) გაუუქმა FINA-ს ორდენი, რომლითაც ის 2014 წელს დაჯილდოვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი