რუსეთში ოპერირებას კიდევ ერთი უმსხვილესი ბრენდი - Heineken აჩერებს. 

ჰოლანდიურმა ლუდსახარშმა განაცხადა, რომ აჩერებს რუსეთში Heineken-ის ბრენდის ლუდის გაყიდვას, წარმოებას და რეკლამას.

მათი განცხადებით, რუსულ ბაზრებზე ოპერაციებიდან ფინანსურ სარგებელს აღარ მიიღებენ. 

"ჰაინეკენმა" თქვა, რომ გააძლიერებს მხარდაჭერას და შემოწირულობებს პოლონეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი