FIFA-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კატარის მსოფლიო ჩემპიონატში რუსეთი მონაწილეობას არ მიიღებს.
გარდა ამისა, რუსეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში თამაშის უფლებაც არ მიეცა, შესაბამისად, პოლონეთის ეროვნული გუნდი ფინალში ავტომატურად გავიდა.
28 თებერვალს, უეფამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსულ გუნდებს FIFA-ს და UEFA-ს შეჯიბრებებში მონაწილეობა შეუჩერდეთ.
ასევე, მსოფლიო ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, რუსეთში საერთაშორისო საფეხბურთო მატჩები აღარ ჩატარდება. "საშინაო" მატჩები ნეიტრალურ ტერიტორიაზე, მაყურებლის გარეშე ჩატარდება.