უკრაინის მთავრობა აკრძალავს ქვეყნიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, მათ შორის ხორბლის, სიმინდის, მარცვლეულის, მარილის, ხორცის, შაქრის ექსპორტს - ამის შესახებ ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის სამშაბათის დადგენილებაში.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებისა აიკრძალება შვრიის, ფეტვის, წიწიბურის, ასევე, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და მისი ქვეპროდუქტების ექსპორტი.

უკრაინა აცხადებს, რომ ეს ზომები ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისი თავიდან აცილების მიზნით მიიღეს.

ევროკომისიის მონაცემებით, უკრაინა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია.

სოფლის მეურნეობის მონაცემთა ანალიტიკური ფირმის Gro Intelligence-ის თანახმად, ერთობლივად, რუსეთი და უკრაინა პასუხისმგებელნი არიან ხორბლის გლობალური ექსპორტის თითქმის 30%-ზე.

მსოფლიოში ხორბლის ფასი უკვე გაიზარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი