საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) დაამტკიცა 1,4 მილიარდი დოლარის ოდენობის გადაუდებელი დახმარება უკრაინისთვის.

ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება იმუშავებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან "შესაბამისი ეკონომიკური პროგრამის შემუშავებაზე, რომელიც მიზნად ისახავს რეაბილიტაციასა და ზრდას, როცა პირობები ამის საშუალებას მისცემთ".

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ დასძინა, რომ როცა ომი დასრულდება და ზარალი შეფასდება, სავარაუდოდ საჭირო იქნება დამატებითი მხარდაჭერა. იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი