რუსეთი მარიუპოლში, ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვას "ყალბ ამბავს" უწოდებს. მოსკოვი ამტკიცებს, რომ შენობა, რომელშიც ორსული ქალები, ბავშვები და სამედიცინო პერსონალი იმყოფებოდნენ, "ყოფილი სამშობიაროა", რომელიც "დიდი ხანია ჯარებმა დაიკავეს"
"ასე იბადება ყალბი ამბები", - დაწერა Twitter-ზე დიმიტრი პოლიანსკიმ, გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ. მან დასძინა, რომ მოსკოვმა ორშაბათს გააკეთა გაფრთხილება, რომ საავადმყოფო სამხედრო ობიექტი იყო.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი დაადანაშაულა გენოციდში, მას შემდეგ, რაც რუსულმა ავიაციამ ბავშვთა საავადმყოფო დაბომბა.
ბოლო ცნობებით, თავდასხმას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 1 ბავშვია. დაშავებულია 17 მშვიდობიანი მოქალაქე.