ბრიტანეთმა პუტინს, ლავროვს, კადიროვსა და რუს ოლიგარქებს პერსონალური სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

მორიგი პერსონალური სანქციები პუტინს და მის გარემოცვას - დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა ოლიგარქები და პუტინთან დაახლოებული მაღალჩინოსნები. სიაშია თავად პუტინიც.

ასევე სანქცირებულია საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი, საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელს სერგეი ნარიშკინი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი.

სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ როსნეფტის აღმასრულებელი დირექტორი იგორ სეჩინი, გაზპრომის ხელმძღვანელი ალექსეი მილერი, VTB-ის ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი, ოლიგარქები რომან აბრამოვიჩი და ოლეგ დერიპასკა. სანქციები ასევე შეეხო​ ბელარუსში რუსეთის ელჩს ბორის გრიზლოვს, სენატორ ანდრეი კლიშასა და რუსეთის ფედერალურის საბჭოს თავმჯდომარეს ვალენტინა მატვიენკოს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი