ლუცკის მერის განცხადებით, დაბომბვის შედეგად სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

უკრაინის ქალაქ ლუცკში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ქალაქის მერმა, იჰორ პოლონჩუკმა განაცხადა.

"დღეს დაახლოებით 5:45 წუთზე სამი აფეთქება მოხდა. სამი რაკეტა მოხვდა ჩვენს სამხედრო აეროდრომს. არის ერთი დაღუპული. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ზუსტდება. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობს", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ქალაქში გაფრთხილების სისტემა არ მუშაობდა.

ის მოსახლეობას სთხოვს, აფეთქებების დროს არ დადგნენ ფანჯარასთან, არ დაიწყონ ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება და შემდეგ ამის სოციალურ ქსელში გამოქვეყნება, რადგან მტრისთვის ეს შეიძლება დამატებითი ინფორმაციის წყარო იყოს. ის, ასევე, მოსახლეობას სთხოვს თავშესაფრებში გადავიდნენ აფეთქებების შემთხვევაში. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი