ვიცი ვინ დაგვიჭირა მხარი და ვინ დუმდა. EU-მ მეტი უნდა გააკეთოს, ამას ველოდებით - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ახალ მიმართვაში ამბობს, რომ ევროკავშირმა, როგორც მათთვის, ასევე, ევროპისთვის მეტი უნდა გააკეთოს. ზელენსკი დარწმუნებულია, რომ თუ პოლიტიკოსებმა ვერ გაიგეს, რომ ევროპის მოსახლეობა მხარს უჭერს უკრაინას, მოსახლეობა ამას აუცილებლად გააგებინებს.

"გუშინ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. ჩვენთვის ცნობილია რა საკითხებზეც ისაუბრეს ლიდერმა, ვიცი ვინ დაგვიჭირა მხარი და ვინ დუმდა. როგორ შევაფასებ მიღებულ გადაწყვეტილებას?! უფრო ძლიერები უნდა იყოთ და დააფასოთ ის, რომ ჩვენ გელოდებით, ამასთან ევროპელი პოლიტიკოსების გადაწყვეტილება მათ მოსახლეობის სურვილის შესაბამისი უნდა იყოს.  

ჩვენთვის კარგადა ცნობილი რომ ევროპის მოსახლეობა მხარს გვიჭერს. დარწმუნებული ვარ, რომ თუ პოლიტიკოსებმა ეს ვერ გაიგეს, მოსახლეობა აუცილებლად გააგებინებს. ევროკავშირმა როგორც ჩვენთვის ასევე ევროპისთვის მეტი უნდა გააკეთოს. ჩვენ ამას ველოდებით", - აცხადებს ზელენსკი. 

ცნობისთვის, 10 მარტს, ვერსალის სასახლეში ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეხვედრა გაიმართა. დისკუსიის შემდეგ მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭო "აღიარებს უკრაინის მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს". 

ზელენსკის მიმართვა სრულად

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი