ბელარუსის ჯარები უკრაინაში შესაძლოა დღეს საღამოს შეიჭრნენ - უკრაინის სტრატკომი

გამოქვეყნდა:

უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრის წინასწარი მონაცემებით, ბელარუსის ჯარები უკრაინაში შესაძლოა დღეს, 11 მარტს ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე შეიჭრნენ.

შეგახსენებთ, რუსეთმა ბელარუსის ტერიტორიაზე ავიაიერიში უკრაინის საზღვართან უკვე მიიტანა. პუტინის მორიგ პროვოკაციულ გეგმაზე, რაც ომში სწორედ ბელარუსის ჩართვას ისახავს მიზნად, განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმაც გააკეთა.

დრეს ბელარუსის ლიდერი ლუკაშენკო მოსკოვში იმყოფებოდა და პუტინს შეხვდა. ლუკაშენკომ ომის დაწყებაში უკრაინა დაადანაშაულა და პუტინის წინაშე მჯდომმა განაცხადა, რომ უკრაინა ბელარუსზე თავდასხმას ამზადებდა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი