ისრაელის დაზვერვის ცნობით, რუსეთი აძლიერებს სამხედრო კონტიგენტს ქალაქ ბრესტში, ბელარუსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.
ინფორმაციას უკრაინულ ტელეგრამ არხები ავრცელებენ.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს ბელარუსის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა და პუტინს შეხვდა. გავრცელებული მოსაზრებით, სწორედ ბელარუსიდან გეგმავს კრემლი უკრაინაზე ახალი შეტევის წამოწყებას და ამით ბელარუსის ჩართვას უკრაინის ომში.
პირველი პროვოკაციები ოკუპანტმა ქვეყანამ გუშინ ბელარუს-უკრაინის საზღვართან უკვე მოაწყო, როდესაც რუსულმა თვითმფრინავებმა ავიაიერიში მიიტანეს რივნეს რეგიონში. მათ უკრაინის ტერიტორია დაბომბეს, შემდეგ კი განახორციელეს საჰაერო დარტყმები ბელარუსის მხარეს.