ჟოზეფ ბორელის განცხადების შემდეგ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი გულისხმობდა.
დანილოვის თქმით, საუბარია ლიეტუვაზე. მისი განცხადებით, თუ პუტინი უკრაინაში მიზანს მიაღწევს, შემდეგი სამიზნე სწორედ ლიტვა იქნება, შემდეგ ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნები და პოლონეთი. დანილოვის თქმით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ იმოქმედებს ნატო.
"სიმხდალე და აგრესორის დამშვიდების მცდელობა ძალიან ძვირი დაუჯდება მთელ კონტინენტს და მსოფლიოს" - ამბობს დანილოვი.
ევროკავშირი შიშობს, რომ პუტინმა შესაძლოა საომარი მოქმედებები სხვა ქვეყნებში გააფართოოს, კონკრეტულად კი ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანაზე - ეს განცხადება ბორელმა CNN TÜRK-თან ინტერვიუში გააკეთა.