რუსეთი აცხადებს, რომ მზადაა ზელენსკისა და პუტინს შორის პირდაპირი დიალოგისთვის - პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები შეხვედრისთვის ემზადებიან - ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტსა და კრემლის ლიდერს შორის შეხვედრის ადგილის დაზუსტება ამ დრომდე მიმდინარეობს და აუდიენციის დეტალები ჯერ კიდევ განსახილველია.

პარალელურად, ოფიციალური კიევი ამუშავებს ხელშეკრულების პაკეტს - სადაც უკრაინის პოზიცია მკაფიოდ იქნება განსაზღვრული.

"მე ვერ ვიტყვი, რომ ეს შეხვედრა გაიმართება დღეს ან ხვალ, მაგრამ აგრესორი ქვეყანა უკვე აცხადებს, რომ მზადაა ვლადიმერ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის პირდაპირი დიალოგისთვის. ახლა ჩვენ ვეძებთ ადგილს და ვმუშაობთ შეთანხმების პაკეტზე, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის პოზიციას და როცა ეს უკვე შემუშავებული და შეთანხმებული იქნება, მაშინ პრეზიდენტები უკვე შეძლებენ შეხვდნენ და შეიმუშაონ სამშვიდობო ხელშეკრულების საბოლოო დებულებები", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკიმ. 

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი