ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-4 პაკეტზე შეთანხმდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ EU კოორდინირებულად მოქმედებს საერთაშორისო პარტნიორებთან, განსაკუთრებით აშშ-სთან.

სანქციების ახალ პაკეტში შემავალი რუსი ფიზიკური პირებისა და სუბიექტების ვინაობა ჯერ არ გახმაურებულა.  წყაროებმა BBC-ს განუცხადეს, რომ სიაში მოხვდება "ჩელსის" მფლობელი რომან აბრამოვიჩი. 

ეს არის "ყველაზე სწრაფი, ყველაზე ძლიერი სანქციების პაკეტი, რომელიც ოდესმე მიუღია ევროკავშირს თავის ისტორიაში", - განაცხადეს მინისტრებმა.

სანქციები შეეხება ევროკავშირიდან ფუფუნების საგნების ექსპორტის აკრძალვას რუსეთში, ასევე, რუსული ფოლადის პროდუქციის იმპორტს (რაც რუსეთს დაახლოებით 3,3 მილიარდ ევრო საექსპორტო შემოსავალს დააკარგვინებს) და რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში ახალ ინვესტიციებს.

ევროკავშირი აღნიშნავს, რომ რუსულ ელიტას პირდაპირ დაარტყამს ისეთი ფუფუნების საგნების აკრძალვა, როგორიცაა ძვირადღირებული მანქანები და სამკაულები.

სანქციები შეეხება ოლიგარქებს, ლობისტებსა და კრემლის პროპაგანდისტებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი