მართლა ღია რომ ყოფილიყო მათი კარი, 20 დღე არ მოგვიწევდა დარწმუნება, რომ ცა უნდა დაიკეტოს - ზელენსკი ნატო-ზე

გამოქვეყნდა:

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დღეს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. განცხადება მან ამჯერად თავის ვიდეომიმართვაში გააკეთა:

800-ზე მეტი რუსული რაკეტიდან, რომელიც მოხვდა ჩვენს ქვეყანას, თითოეული არის პასუხი ნატოს შესახებ დიდი ხნის კითხვაზე. მართლა ღიაა თუ არა ალიანსის კარი უკრაინისთვის. ღია რომ ყოფილიყვნენ, პატიოსნები რომ ყოფილიყვნენ, 20 დღის განმავლობაში არ მოგვიწევდა ალიანსის დარწმუნება, რომ უკრაინის ცა უნდა დაიკეტოს" აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ცოტა ხნის წინ გავრცელებულ მიმართვაში.

ზელენსკიმ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის "ღია კარის პოლიტიკაზე" დღეს დიდი ბრიტანეთის საექსპედიციო ძალებისთვის, ონლაინ ფორმატში მიმართვისას განაცხადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი