იაპონიამ პარასკევს განაცხადა, რომ სანქციებს დაუწესებს 15 რუს ფიზიკურ პირსა და 9 ორგანიზაციას. მათ შორის არიან თავდაცვის მაღალჩინოსნები და იარაღის სახელმწიფო ექსპორტიორი Rosoboronexport.
სანქცირებულთა სიაში მოხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა. ასევე, სამხედრო ტექნიკის რამდენიმე მწარმოებელი, მათ შორის United Aircraft Corp, რომელიც საბრძოლო თვითმფრინავებს აწარმოებს.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ჯამში იაპონიამ სანქციები დაუწესა 76 ფიზიკურ პირს, 7 ბანკს და 12 სხვა ორგანიზაციას რუსეთში.