"ყ*ე თქვენ და არა მარიუპოლი" - მერის მრჩეველი რუსების ულტიმატუმს პასუხობს

გამოქვეყნდა:

"ყ*ე თქვენ და არა მარიუპოლი" - ასე პასუხობს ქალაქის მერის მრჩეველი რუსების ულტიმატუმს დანებების შესახებ. რუსეთის ულტიმატუმის ვადა უკვე გასულია, უკრაინელებს პოზიცია არ შეუცვლიათ.

"ისინი ამბობენ, რომ რუსები მარიუპოლის მერიას რუსეთის მხარეზე გადასვლას სთავაზობენ. [ხელისუფლებას] დილამდე მიეცა დრო, რათა ჩამოაყალიბონ პასუხი. და რატომ უნდა ველოდოთ ამდენ ხანს, თუ პასუხი წინასწარ მზადაა. ყ*ლე თქვენ და არა მარიუპოლი", - წერს ის.

რუსეთმა მარიუპოლს დანებება მოსთხოვა და ამისათვის ვადა ადგილობრივი დროით, 21 მარტის დილის 5 საათამდე მისცა. რუსული მხარე ამბობს, რომ უკრაინის დადებითი პასუხის შემთხვევაში, ჰუმანიტარული დერეფანი დილის 10 საათიდან გაიხსნება

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი