რაც მეტად ცდილობს პუტინი კედლის მეორე მხარეს დამალვას, მით უფრო მკაცრი ტაქტიკა შეიძლება გამოიყენოს - ბაიდენი

გამოქვეყნდა:

ბიზნეს ლიდერებთან კვარტალურ შეხვედრაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთი ახლა ემზადება მასშტაბური კიბერშეტევისთვის შეერთებული შტატების წინააღმდეგ. მან გააფრთხილა დიდი კორპორაციების ხელმძღვანელი პირები, რომ გააძლიერონ კიბერუსაფრთხოება უახლოეს დღეებში და დაიცვან საკუთარი ინფრასტრუქტურა.

სიტყვით გამოსვლისას, ბაიდენმა დაადასტურა რუსეთის მიერ ჰიპერბგერითი რაკეტების გამოყენების ფაქტი. მან რუსეთის პრეზიდენ პუტინზეც ისაუბრა და თქვა, რომ:

"პუტინი კედელის უკან იმალება. ის არ ელოდა ჩვენი ერთიანობის მასშტაბსა და სიძლიერეს და რაც უფრო მეტად ცდილობს კედლის მეორე მხარეს დამალვას, მით უფრო მკაცრი ტაქტიკა შეიძლება გამოიყენოს".

პრეზიდენტმა გაიმეორა გაფრთხილება, რომ რუსეთი სავარაუდოდ ჩაატარებს ე.წ. ცრუ დროშის ოპერაციებს, მათ შორის არ გამორიცხა უკრაინაში ქიმიური იარაღის შეტევის შესაძლებლობა. ბაიდენის თქმით, როცა რუსეთი იწყებს საუბარს რომ ნატო, უკრაინა ან აშშ აპირებს რაღაც გააკეთოს, ეს ნიშნავს, რომ იგივეს გასაკეთებლად თვითონ ემზდება და "ეს ხუმრობად არ უნდა მივიღოთ".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი