საპორტო ქალაქი მარიუპოლი რუსული ძალების მუდმივი თავდასხმის სამიზნეა. უკვე რამდენიმე კვირაა ქალაქში განურჩევლად ყველაფერი იბომბება. Human Rights Watch-ი ერთ-ერთ ანგარიშში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა, ქალაქს აღწერდა, როგორც "გაყინული ჯოჯოხეთის პეიზაჟს, რომელიც სავსეა გვამებითა და დანგრეული შენობებით".
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოლო მიმართვაში თქვა, რომ 100 000-მდე ადამიანი კვლავ არაადამიანურ პირობებში რჩება:
"მარიუპოლში 100 ათასამდე ადამიანი სიცოცხლისთვის შეუფერებელ პირობებში, სრულ ბლოკადაში არიან, მედიკამენტების, წყლის, საკვების გარეშე, მუდმივი სროლებისა და დაბომბვის ქვეშ. უკვე 1 კვირაა ყოველდღე ვცდილობთ უსაფრთხო ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას, თუმცა ოკუპანტი ამის საშუალებას არ გვაძლევს".
Maxar Technologies-ის ეს ახალი სატელიტური სურათები აჩვენებს ზარალის მასშტაბებს.
უკრაინა და მოკავშირეები ცდილობენ ქალაქში ჰუმანიტარული დახმარება შეიტანონ.