უკრაინაში ომის პარალელურად მსოფლიო ლიდერები დღეს მაღალი დონის საგანგებო შეხვედრებს გამართავენ

გამოქვეყნდა:

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, მსოფლიო ლიდერები ერთმანეთის პარალელურად, უმაღლესი დონის საგანგებო შეხვედრებზე შეიკრიბებიან. საუბარია ბრიუსელში ნატოს საგანგებო სამიტზე, ევროკავშირისა და G7-ის შეხვედრებზე. პროცესში მონაწილეობას აშშ-ს პრეზიდენტიც იღებს, რომელიც ბრიუსელში უკვე ჩავიდა.

უკრაინაში, რუსეთის შეჭრის 1 თვის თავზე, ბრიუსელში ნატოს საგანგებო სამიტზე დღეს ალიანსის წევრი ქვეყნები, კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ, რომ ოკუპანტის ქმედებები მიუღებელი და დაუშვებელია.

ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი სამიტში მონაწილეობას დისტანციურად მიიღებს. სამიტის დასრულების შემდეგ, ლიდერები  ერთობლივ განცხადებას, ან დეკლარაციას, გაავრცელებენ. დოკუმენტში სავარაუდოდ საუბარი იქნება საქართველოზეც, რადგან სამიტამდე 1 დღით ადრე, ნატოს გენერალურმდივანმა განაცხადა, რომ  საქართველო, ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც, რუსეთის ზეწოლის გამო საფრთხე ემუქრება.

24-25 მარტს ჩატარდება ევროპის საბჭოს სხდომაც, რომელზეც ასევე მიწვეულია პრეზიდენტი ზელენსკი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი