"აღარასოდეს, გთხოვთ, არასოდეს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი არ აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს. ჩვენ ვაჩვენეთ, თუ რა შეუძლია ჩვენს სტანდარტებს. და რამდენი შეგვიძლია მივცეთ საერთო უსაფრთხოებისთვის ევროპასა და მსოფლიოში" - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ნატოს სამიტის მონაწილეებს ბრიუსელში.
ვოლოდიმირ ზელენსკი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტს ონლაინ ფორმატში ჩაერთო.
სამიტის გახსნისას ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის დახმარების გაწევის, ასევე, ალიანსის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხს განიხილავენ.