ვფიქრობ, ეს კარგი საშუალებაა რომ გავუგზავნოთ სიგნალი აგრესორ ქვეყანას რუსეთს, ასევე გავუგზავნოთ სიგნალი უკრაინას, რომ მზად ვართ მივაწოდოთ ყველა სახის სამხედრო დახმარება, რათა ეს ომი რუსეთისთვის უფრო მტკივნეული გავხადოთ - აცხადებს ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ნატოს სამიტის დაწყებამდე გაკეთებულ კომენტარში.
ის რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი ქვეყანაც აგრესიის პირდაპირი სამიზნეა:
ვფიქრობ, ეს კარგი საშუალებაა რომ გავიგზავნოთ სიგნალი აგრესორ ქვეყანას რუსეთს, ასევე გავუგზავნოთ სიგნალი უკრაინას, რომ მზად ვართ მივაწოდოთ ყველა სახის სამხედრო დახმარება, რათა ეს ომი რუსეთისთვის უფრო მტკივნეული გავხადოთ. გარდა ამისა, ეს იქნება სიგნალი ჩვენი იმ მოკავშირეებისთვის, რომლებსაც პირდაპირი საფრთხე ემუქრებათ რუსეთისგან. ერთ-ერთი მათგანია ჩემი ქვეყანა ლიეტუვა, რომელიც რუსეთის მძიმედ შეიარაღებულ კალინინგრადის რეგიონსა და ბელარუსს შორის არის მოქცეული. როგორც იცით, ბელარუსი მთლიანად არის ჩართული რუსულ აგრესიაში, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ბუფერული ზონა აღარ გვაქვს და ეს სრულიად ცვლის ნატოს სამხედრო გაანგარიშებას. ამიტომ, წელს ჩვენ ვზრდით თავდაცვის ხარჯებს მშპ-ს 2,5%-მდე და მომავალი წლიდან ეს უკვე 5% იქნება" თქვა ნაუსედამ
სამიტის წევრი ქვეყნების ლიდერებს ვიდეოფორმატით მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.