ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ორშაბათს განაცხადა, რომ მოსკოვსა და მინსკში ოფისებს ხურავს.
ბანკი მკაცრად გმობს უკრაინაში ომს და აცხადებს, რომ ოფისების დახურვა რუსეთის მიერ ბელარუსის დახმარებით განხორციელებული ქმედებების შედეგია.
ბანკი აცხადებს, რომ უკვე შეათანხმეს 2 მილიარდი ევროს საწყისი პაკეტი უკრაინისა და ომის შედეგად დაზარალებული სხვა ქვეყნების დასახმარებლად.