"რუსეთი ორ ნაბიჯს დგამს უკრაინის მიმართ კონფლიქტის დეესკალაციისთვის" - მედინსკი

გამოქვეყნდა:

"ჩვენ მივიღეთ წერილობითი წინადადებები უკრაინისგან, რომელიც ადასტურებს მათ სურვილს ნეიტრალური და არაბირთვული სტატუსის შესახებ, უარი თქვას ყველა სახის მასობრივი განადგურების იარაღის წარმოებაზე და განთავსებაზე, მათ შორის ქიმიური და ბაქტერიოლოგიური. უცხოური სამხედრო ბაზებისა და უცხოური ჯარების შემოყვანაზე ტერიტორიაზე" - აცხადებს რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმირ მედინსკი სტამბულში გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

მან მეხუთე რაუნდს კონსტრუქციული უწოდა  და თქვა, რომ  უკრაინისგან მიღებულ შეთავაზებებს, განიხილავენ:

"რუსეთი ორ ნაბიჯს დგამს უკრაინის მიმართ კონფლიქტის დეესკალაციისთვის"- განაცხადა რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა. 

რაც შეეხება 2 ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრას. მედინსკის თქმით, შეხვედრა შესაძლებელია მაშინ, როდესაც შეთანხმება მზად იქნება. 

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებით მკვეთრად შეამციროს საომარი მოქმედებები. ინფორმაცია სტამბოლში გამართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი