რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემსწავლელ ექსპერტთა ჯგუფს ანდრეი ერმაკი და მაიკლ მაკფოლი უხელმძღვანელებენ | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინელ და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების ეფექტურობასა და მათ მუშაობას შეაფასებს, უკრაინის მხრიდან ანდრეი ერმაკი, საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან კი მაიკლ მაკფოლი უხელმძღვანელებენ. 

ამ ჯგუფის შექმნის შესახებ ზელენსკიმ 28 მარტს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. დღეს კი ჯგუფში შემავალ პირთა კონკრეტული სახელები დაასახელა. 

დღესვე, მან მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, "არც კი წამოჭრან საკითხი რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებასა და მოხსნაზე".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი