The Times წერს, რომ ბორის ჯონსონმა გუშინ მინისტრთა კაბინეტს განუცხადა, რომ სურს უკრაინას უფრო მეტი ლეტალური სამხედრო დახმარება გაუგზავნოს.

თავდაცვის შტაბის უფროსმა მინისტრებთან ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ კონფლიქტი უფრო ტრაგიკულ ომში გადაიზარდა, რადგან უკრაინა რუსული ძალების მოგერიების მცდელობიდან შეკავებასა და ტერიტორიის დაბრუნებაზე გადავიდა.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი გადადის უკრაინის მხარდაჭერის "ახალ ფაზაში" და მთავრობა განიხილავს რა სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება შეუძლია.

"უკრაინის არმია არა მხოლოდ დიდ ქალაქებს იკავებს, არამედ რუსებს უკან დახევას აიძულებს. ამასთან ერთად ჩვენი მხარდაჭერაც უნდა შეიცვალოს", - თქვა წყარომ მინისტრთა კაბინეტიდან.

 ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი