„როიტერსის“ ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა უკრაინის პრეზიდენტს განუცხადა, რომ გერმანია მზად არის უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი იყოს. 

ოლაფ შოლცის სპიკერის განცხადებით, შოლცმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას გარანტორის როლთან დაკავშირებით "გენერალური მზადყოფნა" გამოხატა.

ამასთან, შტეფენ ჰებესრაიტმა  განაცხადა, რომ არ სურს სპეკულირება იმის შესახებ, გარანტორის როლი მოიცავს თუ არა სამხედრო კომპონენტს.

მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის სტამბულში, 29 მარტს შედგა. რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ, უკრაინამ დაასახელა უსაფრთხოების ის გარანტიები, რომელსაც ითხოვს. უკრაინის მხრიდან, დასახელებულია ასევე გარანტორი ქვეყნებიც. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი